ადამიანებს

youუცნაურია, როგორ მალე ვეჩვევით ადამიანებს. 

ისიც უცნაურია, როგორ მალე ვკარგავთ მათ და მერე დეპრესიაში ვართ.

დრო გადის და საკუთარ თავს ვაჯერებთ,რომ ჩვენ კი არ დაგვიკარგავს ისინი, მათ დაგვკარგეს ჩვენ და ეს მათი დანაკარგია თუ ჩვენ არ დაგვაფასეს და ბევრი ბლა ბლა.

ხშირად თავს იჩენს თვითგადარჩენის ინსტინქტი და არ ვფიქრობთ მიზეზებზე. შეიძლება რაღაც ჩვენ გავაკეთეთ არასწორად. მაგრამ ჩვენთვის უკეთესია ვიფიქროთ, რომ ყველაფერი მათი ბრალია და მსხვერპლი მხოლოდ და მხოლოდ ჩვენ ვართ.

შესაძლოა, ასეც არის. 

შესაძლოა, ჩვენც მიგვიძღვის ბრალი ამ ყოველივეში.

მაგრამ რეალობა ისაა, რომ ჩვენ ადამიანები ვართ, და რა ძლიერადაც არ უნდა გვიყვარდეს სხვები, მაინც იმისკენ ვილტვით რომ ჩვენ არ ვიტანჯოთ და ჩვენ ვიყოთ კარგად. თითოეული მიღებული გადაწყვეტილებაც ქვეცნობიერად ჩვენ გვეხება. 

ჩვენ გვატკინეს გული და ბევრი ცდის შემდეგ ვნებდებით. აღარ ვიბრძვით დავიბრუნოთ ის ადამიანები და მივდივართ დასკვნამდე, რომ ,,ვისაც წასვლა სურს, უნდა გაუშვა.” ესეც იქიდან გამომდინარე, რომ დავიღალეთ ცუდად ყოფნით. სულ ჩვენ ხომ არ უნდა გვეტკინოს. მოდი, ახლა მათ ინერვიულონ ჩვენზე.

არაა გასაკვირი, რომ გვსურს ვიღაც ჩვენზეც ნერვიულობდეს. რომ ვიღაცას ჩვენი ყოფნა-არყოფნა ადარდებდეს. რომ ვიღაცა ჩვენზე ტირილში იძინებდეს და ნანობდეს რომ აღარ ვართ ერთად. 

უბრალოდ, ზოგჯერ მართლა კარგია, თავს რომ საჭიროდ გრძნობ.

ხშირად ვუმეორებთ საკუთარ თავს, რომ არ უნდა დავეშვათ იმ დონეზე, ჩვენი ბედნიერება რომ სხვაზე იყოს დამოკიდებული. არავინ უნდა მოვუშვათ ისე ახლოს, მისმა დაკარგვამ რომ არარაობად გვაქციოს. რომ ამდენი ტკივილი ისევ ჩვენ გვაძლიერებს და სულს გვიწრთობს. რომ ცხოვრება ადვილი არაა და ბევრი გვირაბისგან შედგება, სინათლეს გვირაბის ბოლოს კი ჩვენს მაგივრად სხვა ვერ იპოვნის. არავინ ეცდება ჩვენს ნაცვლად, ან ჩვენს გამო. ეს გზა ჩვენი გასავლელია, როგორი რთულიც და მტკივნეულიც არ უნდა იყოს.

არადა, ჩვენ უბრალოდ ადამიანები ვართ. ადამიანი კი ბედნიერებისთვისაა შექმნილი. უბრალოდ, ზოგჯერ, აღარ გვინდა ბრძოლა. გვინდა რომ ვინმეს ჩვენც ვუყვარდეთ მთელი გულით და მართლა ვჭირდებოდეთ. უბრალოდ, ზოგჯერ გვინდა, რომ ბედნიერები ვიყოთ ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე. დააჰ, დასვენება გვინდა ყველაფრისგან.

დავიღალეთ ამდენი ტირილისგან, ტკივილისგან..ბრძოლისგან.. გვჭირდება ვინმე, ვინც მოვა, გულში ჩაგვიკრავს და გვეტყვის, რომ ყველაფერი დამთავრდა და ახლა ბედნიერების დროა.But Still…

…We are too young to be this sad.

One thought on “ადამიანებს

  1. “მომსვლელი მოვა, წამსვლელი წავა”
    გეტკინება, დეპერესიაში ჩავარდები, გული გეტკინება, ბევრს იტირებ, კიდევ უფრო ბევრს დაიბოღმები საკუთარ თავზე, იმ წამსვლელებზეც, მაგრამ მერე გაგივლის. შეიძლება არ დაგავიწყეს, მაგრამ გაგივლის

    Like

გვითხარი